top of page
Абстрактная световая волна

შპს კავკასუს ჰოლდინგი

2020 წლის 13 იანვარს დაარსდა გარემოს, მეცნიერებისა და კულტურული ფასეულობების დამცველი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "დამოუკიდებელი შემეცნების გაერთიანება". 2021 წლის 9 თებერვალს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა მფლობელმა გივი თაკვარელიამ დააარსა ინდივიდუალური მეწარმე "ფირუზისფერი გული", რომელიც აწარმოებს მინერალებისგან სამკაულებს, ხოლო მცირე ზომის მცენარეებისგან კომპოზიციებს. 2022 წლის 27 ოქტომბერს ააიპ "დამოუკიდებელი შემეცნების გაერთიანება" გაუქმდა კოვიდ-პანდემიის შედეგად. 2025 წლის 19 დეკემბერს ი. მ. "ფირუზისფერმა გულმა" დააარსა შპს "კავკასუს ჰოლდინგი". 

 

ჩვენი კომპანია გახდა „World Gold Council“-ის წევრი, დარეგისტრირდა „Confederation of Asia-Pacific Chambers of Commerce and Industry CACCL“-ში, გახდა „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GCCI)“ წევრი 2026 წლის 18 მარტს, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის" საბუღალტრო ფირმა და მიენიჭა ს/ნ: SARAS-AF-451766, "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" წევრი და მიენიჭა ს/კ: COM.GE-898-871-FCE. ჩვენი კამპანია ამასთანავე ახლორციელებს თარგმნელობით საქმიანობას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

შპს კავკასუს ჰოლდინგის
პარტნიორი კომპანიები:

  • ​შპს ჯი-თი-ელ

  • შპს ელექტროლუქსი

  • შპს ენერჯექსი

94194312_1048161075570552_1335805026001485824_n_1048161072237219.jpg

დამფუძნებლის მესიჯი, მისი ხედვა
და  ღირებულებები

  • ეცით პატივი ერთმანეთს;

  • გიყვარდეთ საქმე, რომელსაც აკეთებთ;

  • მიზანს მიჰყევით ბოლომდე და ხარისხიანად;

  • იყავით გონიერნი, დინჯნი და მიზანსწრაფულნი;

  • არ შეგეშინდეთ წინააღმდეგობის, რადგან წინააღმდეგობაათა და შედეგთა სხვაობას მივყავართ წარმატებისკენ;

  • არ შეუშინდეთ სხვის ნიჭს, რადგან ნიჭი არაფერია, თუ მასზე არ იმუშავებ, ნიჭი ალმასივითაა, თუ მას არ დაამუშავებ, არ მისცემ საჭირო ფორმებს, თავისით ის ვერ გახდება ბრილიანტი, ხოლო ყველა ვისაც წარმატების მიღწევის სურვილი/მოტივაცია აქვს, ყოველივე ნიჭიერია, ანუ თავისი გზის ბოლოს ბრილიანტივით დამშვენდება.

Сложенные кусочки шоколада

კავკასუს ჰოლდინგის სიმბოლიკა

ჩვენი კომპანიის ლოგო შედგება 4 ფიგურისგან, სამი ტოლფერდა სამკუთხედები, რომლებიც ფერდებით ერთმანეთთან ახლოსაა და მათ ცენტრებზე მდებარე წრით.

წითელი სამკუთხედი ამბობს, რომ კომპანია მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ყოველი მისი თანამშრომელი თავისი საქმის სპეციალისტია;

მწვანე სამკუთხედი ამბობს, რომ კომპანია არის ეკომეგობრული და იცავს გარემოს;

ლურჯი სამკუთხედი ასახავს იმას, რომ კომპანია მოთავსებულია ინოვაციურ,  ლურჯ სივრცეში, რაც მის ინოვაციურ მიდგომებზე არის ასახული;

ცენტრში არის თეთრი წრე, რომელიც ამ სამივე მიმართულებას აერთიანებს და მათი გაერთიანებით თავაზობს ქართულ ბაზარს ინოვაციურ მომსახურეობას.

ლოგოს ცენტრში არის ინიციალები "CH", რაც არის კომპანიის დასახელების ლათინური აბრევიატურა "CH - Caucasus Holding".

FB_IMG_1773244448461.jpg
bottom of page